ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არც 20 ივნისი არ იყო ჩემს დროს და არც მოხდებოდა, არც ეს დიდი პოლიტიკური გადაგდება არ მოხდებოდა” – მარგველაშვილი

ამას ყოველთვის ხაზს გავუსვამ, რომ არც 20 ივნისი არ იყო ჩემს დროს და არც მოხდებოდა, არც ეს დიდი პოლიტიკური გადაგდება არ მოხდებოდა – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მის დროს კორცხელი იყო და იმაზე მას ჰქონდა გაუთავებელი რეაქცია.

“კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, მე არაფრის დიდებით არ დავუშვებ, რომ წავუყრუო, როდესაც ჩემს არჩევნებზე არის კითხვის ნიშნები, ან როდესაც საუბარი არის, რომ ის პერიოდი, რაც ჩემს მერე იყო, რაიმენაირად მაინც ჰგავს იმას, რაც ჩემს დროს იყო.

ამას ყოველთვის ხაზს გავუსვამ, რომ არც 20 ივნისი არ იყო ჩემს დროს და არც მოხდებოდა, არც ეს დიდი პოლიტიკური გადაგდება არ მოხდებოდა, არც დარბევები არ მოხდებოდა და არც ის არ მოხდებოდა, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე და რეაქცია, კიდევ ერთხელ, 2016-ის არჩევნებზე. ერთი კორცხელი იყო და იმაზე მქონდა გაუთავებელი რეაქცია,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....