ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში “კოვიდ-19”-ის 17 992 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 992 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო, ვირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის 1.92 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 67 894 პაციენტი გარდაიცვალა.

იტალია, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

იტვირთბა....