ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

პანდემიის დროს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრების მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება, რომელსაც  ამ დროისთვის პეტიციას 9031 ხელმომწერი ჰყავს.

პეტიციის ტექსტში ვკიტხულობთ, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში.კონკრეტულად კი, სტუდენტების საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.

შესაბამისად, პეტიციის ავტორები მოითოვენ:

1) პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;

2) სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი.

„სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე. განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

იმისთვის, რომ პეტიცის ავტორებმა აღნიშნული მოთხოვნით მტავრობას ოფიციალურად მიმართონ, საჭიროა კიდევ 969 ხელმოწერა.

 

იტვირთბა....