ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოპონენტებს იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტებს იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის დიდი განსხვავებაა.

როგორც ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება კარგად ხედავს, საითკენ მიდის მათი გეგმები და მოსაზრებები.

“ოპონენტების დიდ ჯგუფს სათქმელი არ აქვს და კომისიის შექმნაც არ უნდათ, რათა ის ეჭვები გავაქარწყლოთ, ვითომდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია. რეალურად, იმ სცენარის გამეორება უნდათ, რაც 2003 წელს იყო, მაგრამ იმ პერიოდსა და დღევანდელ პერიოდს შორის განსხვავება არის ძალიან დიდი. მოლაპარაკებები არ უნდათ, რადგან იძულებული იქნებიან, უარგუმენტო პოზიციით რევოლუციაზე, დესტრუქციაზე, მავნებლობაზე ლაპარაკით შემოიფარგლონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ სტრატეგიულ გეგმას, რომ არეულობა მოაწყონ. თუ მაშინ, 2003 წელს, ამისთვის წინაპირობა იყო და მართლაც სუსტი ქვეყანა, განუკითხაობა დათვლის სისტემაში, ახლა უნდათ ისარგებლონ, იმავე მიზეზით, მაგრამ საფუძვლად ის მდგომარეობა, რაც შეგვიქმნა პანდემიამ ადამიანის ჯანმრთელობის ხაზით და ეკონომიკური პრობლემების გამოყენებით, რაც მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს შეექმნა. მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, საითკენ მიდის მათი გეგმები და მოსაზრებები. რეალურად, სახელმწიფოში ვითარება განსხვავდება იმისგან, როცა ესენი ახერხებდნენ ქვეყნის არევას,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....