„რემდესივერის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებები მიუღებელია,” – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსლში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დასძენს რომ აღნიშნულ პრეპრატთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.
“მეტრონომი” ინფექციონისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ „გაამართლებს“, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტიანი აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:
1. ესე იგი ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, „გაამართლებს“ თუ
არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?
2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტიანია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს,
ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? – „ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით
თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა“
3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და
პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ.
4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შეწსაბამისი წესების
დაცვით.
5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ
უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, „მოუხდა“ პაციენტს თუ არა?
6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ „გაამართლას“? თუ უბრალოდ ბოლოს
ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა
შემდეგი პარტიის შემოტანა.? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?“, – წერს ბუწაშვილი.