ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს პარტიებმა საჯაროდ უნდა ისაუბრონ როგორი იქნება საქართველოს მომავალი,” – “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც მეგრლიშვილმა მედიასთან დასძინა, რომ – “ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები.”

“ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი აქამდე არ იყო და ახლა უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები ოპოზიციაში. ანუ თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ. უნდა ვთქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად იგივე წერტილს დაუბრუნდა.

თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს უნდა გავარკვიოთ და უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე როგორი იქნება საქართველოს მომავალი კრიზისში, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი არ ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან. ჩემთვის არ დასრულებულა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებებს არასდროს არ აქვს ალტერნატივა, ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს არ ვიქნები”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იტვირთბა....