ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

დაინფიცირებიდან რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს ანტისხეულებზე ანალიზი – კულუმბეგოვი პასუხობს

რამდენ ხანში შეიძლება გაკეთდეს ანალიზი ანტისხეულებზე?,- აღნიშნული კითხვით “ფეისბუკ” მომხმარებელი ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართავს.

კულუმბეგოვი სოვიალურ ქსელში კითხვის საპასუხოდ წერს, რომ კორონავირუსის აინტისხეულებზე ტესტი შესაძლოა გაკეთდეს დაავადების დაწყებიდან 3-4 კვირაში.

ამასთან, კულუმბეგოვი წერს, ინფიცირების მდგომარეობის მიხედვით რა რაოდენობის ანტისხულები გამომუშავდება.

“რაც უფრო მძიმეა კოვიდი მეტია ანტისხეულების ტიტრი

რაც უფრო მძიმეა კოვიდი მეტია მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების რაოდენობა

რაც უფრო მძიმეა კოვიდი ნაკლებია ანტისხეულების მანეიტრალზირებელი პოტენცია (ძალა)

დრამატულად განსხვავდება მსუბუქი და მძიმე დაავადების ინფლამატორული პროფილი,”_ წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

იტვირთბა....