„არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ“.
ირაკლი ოქრუაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დაიწყო