ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა,  არ არსებობს შანსი, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს.

“მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს,”- აცხადებს მელია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ შლის მოლარაკებების პროცესს ასეთი კადნიერი და უღირსი განცხადებებით, რომელეც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას.

იტვირთბა....