ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი ხელმძღვანელობით ნიკა გვარამია დამარცხდა და ის სწორედ, ამ მარცხს ვერ ინელებს” – წულუკიანი ნიკა გვარამიაზე

“ჩემი ხელმძღვანელობით ევროპულ სასამართლოში დაამარცხა ნიკა გვარამია და შესაბამისად, ის სწორედ, ამ წარმატებული დავის შედეგად იქნა განდევნილი „რუსთავი 2“-დან”, –  აღნიშნული განცხადება იუსტიციის ყოფილი მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა.

როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ამ მარცხს „ვერ ინელებს“.

“სტრასბურგის სასამართლოში დავა მომდინარეობდა ამგვარი ,,რუსთავი 2″ საქართველოს წინააღმდეგ. ერთ მხარეს, დავის მხარე იყო ნიკა გვარამია და ძმები ყარამანიშვილები და მეორე მხარეს, დავის მხარე ევროპული სასამართლოს წინაშე იყო იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც იმ პერიოდში მე ვხელმძღვანელობდი. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა დავას, რომელიც მაღალკვალიფიციური წარმოების შედეგად ჩვენ ნიკა გვარამიას სტრასბურგში მოვუგეთ. შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ ჩემი ხელმძღვანელობით ევროპულ სასამართლოში დაამარცხა ნიკა გვარამია და შესაბამისად, ის სწორედ, ამ წარმატებული დავის შედეგად იქნა განდევნილი „რუსთავი 2“-დან.

ეს არ გახლავთ რაიმე ტიპის შეფასება, ეს გახლავთ ფაქტი, რომელიც დევს ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე. მესმის, რომ ეს ძალიან მტკივნეულია ნიკა გვარამიასთვის, რომელიც ვერ ინელებს ამ მარცხს. რაც შეეხება, ადვოკატს, თამთა მურადაშვილი სტრასბურგში პირწმინდად დავამარცხე და რას იტყვის ახლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იყო დაბალკვალიფიციური დავის მიმართულება და სტრატეგია ჰქონდა, თუმცა ამას მარტო ადვოკატს ვერ დავაბრალებთ, არ იყო მარტივად დაცვადი ნიკა გვარამიას პოზიცია სტრასბურგში და ვინც არ უნდა ექირავა ადვოკატად, ჩვენ მაინც აღვადგენდით სამართლიანობას „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოში, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....