ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიღნაღში ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

“მეტრონომს”ინფორმაცია მიაწოდა თვითმხილველმაც, რომელიც აცხადებს, რომ ავტომანქანა სწრაფი სიჩქარით გადაადგილდებოდა, გზაზე მოცურდა, რის შემდეგაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევარდა და ჯებირს დაეჯახა.

უბედური შემთხვევის დროს ავტომობილის მძროლი, 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მყოფი მეორე პირი კი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი სოფელ საქობოს მკვიდრია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

იტვირთბა....