ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსის ინფექციით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, დაინფიცირევის შემდეგ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

“18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

იტვირთბა....