ჩიკაგოს ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრის პოლიციის ოფიცერი 17 წლის ლექვინ მაგდონალდს.
ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ქალაქის პოლიციის უფროსის განაცხადებით: “ხალხს აქვს უფლება გაბრაზებული იყოს“.
ლექვინ მაგდონალდი შავკანიანი თინეიჯერი, 2014 წლის ოქტომბერში მოკლეს. პოლიციის ოფიცერს ვან დიუკს, რომელმაც ახალგაზრდას 16 ჯერ ესროლა ბრალი წაუყენეს.