საქართველოს იურისტთა ასოციაციის გამგეობის სხდომაზე, რომელიც 17 დეკემბერს ჩატარდა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა.
„ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობა, გადაწყვეტილებას თავმჯდომარის არჩევის შესახებ იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. გამომდინარე იქედან, რომ დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, გამგეობამ ამ სხდომაზე
გამგეობის შემდეგი სხდომა ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, გაიმართება ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული წესით“, – აცხადებენ საია-ში.
საია-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე სულხან სალაძეა.