ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გასულ წელთან შედარეგით, დანაშაული შემცირდა 10%-ით, მაგრამ გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით 2020 წელს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაული 10%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაურის ინფორმაციით, გარკვეულ დანაშაულების შემცირება ფიქსირდება, თუმცა არის მატება სხვა დანაშაულებზე. როგორც გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული დანაშაულების სტატისტიკა გაზრდილია, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა.

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%; გამოძალვა -34%; ძარცვა -25%; ქურდობა -12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%, მკვლელობის მცდელობა -5%.

შედეგად, სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის: კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ 8,5%-ით, მკვლელობამ 11-%-ით იმატა, რაც 7 – ერთეულით მეტია,”- აცხადებს გომელაუირ.

მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კრიმინალმა იმატა, პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას რომ დანაშაულმა იმატა.

იტვირთბა....