ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, მოსახლეობას 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია.
მისივე თქმით, ანტისხეულებზე ათასი ადამიანის გამოიკვლიეს.
„ჩვენ მხოლოდ თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა ქალაქ თბილისში. თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9 პროცენტი იყო. რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც ხუთი იყო, სადღაც რვა. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.