აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით,”ისლამური სახელმწიფო” წარმოადგენს საფრთხეს ყველა ქვეყნისათვის.”თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ კი არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია რეგიონში.
“ისლამური სახელმწიფო” წარმოადგენს საფრთხეს ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თავდასხმები ქვეყნის შიგნით. თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია რეგიონში. რუსეთის საჰაერო ოპერაცია თურქეთის საზღვართან ამ დრომდე ძალიან ახლოს მიმდინარეობდა. თურქეთს ჰქონდა უფლება დაეცვა საკუთარი საზღვრები. თუ რუსეთი საკუთარ ენერგიას მიმართავს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად, უფრო ნაკლები იქნება ასეთი კონფლიქტების და ესკალაციის შანსი. – განაცხდა ბარაკ ობამამ.