კლინიკა ვივა-მედის გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსლში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მის კლინიკაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს.
“მეტრონომი” ნინო ნადირაძე-კუზანოვა “ფეისბუქ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება, თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა” – წერს ნინო ნადირაძე.
შეგახსენებთ, კლინიკა “ვივა მედიიში”, სადაც პაციენტი გარდაიცვალა, ახლობლები შეიჭრნენ.
დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი ყოფილი პატიმარია, რომელიც აღნიშნულ კლინიკაში ხშირად ხვდებოდა, რადგან საკანში ლითონის საგნებს ყლაპავდა და სხვადასხვა სახის თვითდაზიანებას იყენებდა.
მომხდარის შემდეგ პოლიციამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა.
რაც შეეხება კლინიკის დაჭრილ თანამშრომელს, 24 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მან დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და რთული ოპერაცია გადაიტანა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.