„რა ჰქვია ადამიანის, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს თანამოაზრეების შიგნით არსებულ ვითარებაზე?“, -აღნიშნული შეკითხვით ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ, ალექსანდრე ელისაშვილზე საუბრისას მიმართა.
რაზეც შემდეგ თავადვე უპასუხა, რომ გამყიდველი და მოღალატე ჰქვია…
„… კიდევ რაღაცა ჰქვია, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი“, – თქვა ბურჯანაძემ.
რის შემდეგაც, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ესმის ქალბატონი ნინოს აღშფოთება, მაგრამ არ სურს მსგავსი საუბარი.
ნინო ბურჯანაძის პასუხი კი ასეთი იყო:
„ბატონო ბადრი, თქვენ იყავით ისეთი კორექტული, როგორიც მე ვიყავი 20 წლის წინ, მე ვიქნები ისეთი, როგორიც დღეს ვარ, 20 წლის გავლის შემდეგ, როცა შევხედე, რომ ზედმეტმა კორექტულობამ ბევრი რამ გაუფუჭა ქვეყანას და მეც“. – აღნიშნა ბურჯანაძემ.