„განა დასაშვებია, გინდ საქართველოში, ან ნებისმიერ ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და ძებნილია? ეს გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ სხვა პარტია. სახელმწიფო ვალდებულია, ასეთ ჩარევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმის მიუხედავად, სააკაშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს თუ არა რაიმე პოლიტიკური წონა. ფაქტია, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს“.
გიორგი ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა არსებობდეს კანონები, რომლებიც არა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს შეეხება, არამედ საერთო გარემოებას, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობასა და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარების პერსპექტივას უპირისპირდება.