მთავარი ციტატა

“ყოჩაღ! ასეთი პრინციპულობა რომ გამოეჩინა ოპოზიციას 2016 წელსაც, დღეს ბევრად წინ ვიქნებოდით.”- ზურაბ გურული

“ყოჩაღ! ასეთი პრინციპულობა რომ გამოეჩინა ოპოზიციას 2016 წელსაც და არ მიეღო მონაწილეობა ფარსში, დღეს ბევრად წინ ვიქნებოდით.ბოიკოტი ეს უბრალოდ ახირება არ არის. ბოიკოტი არის ღირსების წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადალახო. თუ და როცა გადალახავ, ავტომატურად ხდები უღირსი თამაშის არამარტო სტატისტი, არამედ შემოქმედიც. გაყალბებული არჩევნებით შეკოწიწებული ე.წ. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ღირსეული, პატიოსანი პოლიტიკოსები გაიზრდებიან. ნუ შეგაშინებთ უხელფასობის პერსპექტივა დღეს; ხვალ აგინაზღაურდებათ როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად.”

ზურაბ გურული – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აღნიშნული პოსტით გურული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სადებუტატო მანდატების უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა. 

ცნობისთის, ოპოზიციის 60 წევრიდან 50-მა დეპუტატმა უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება 16 ეკემბერს შეიტანა. ვისაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანია, აცხადებენ, რომ შეთანხმების გარეშე არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.

იტვირთბა....