ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას – არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან და საერთო განცხადებას ავრცელებენ.
“ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ – მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი, რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.
შემაშფოთებელია ოცნების განცხადებები ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შეზღუდვაზე” – ნათქვამია განცხადებაში.