მთავარი ციტატა

“არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის” გაკეთება” – ცერცვაძე

“ჩვენ „რემდესივირის” გამოყენების სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ და მათაც გავაცანი. ეს ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინების რეკომენდაციებს. არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის” გაკეთება, ეს შეუძლებელი იქნება. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, ზოგისთვის არც კი შეიძლება. დავიმახსოვროთ, რომ ეს სჭირდება მხოლოდ იმ პაციენტს, ვინც ჰოსპიტალიზებულია, ჟანგბად დამოკიდებულია ან მძიმე ფორმა აქვს. ჰოსპიტალს გარეთ ის არ ინიშნება. ის ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზეა ეფექტური, შემდეგ აღარ.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

როგორც ცერცვაძე აცხადებს, „რემდესივირი” უკვე საქართველოშია და ახლა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

იტვირთბა....