ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ”- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის მიერ  საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებას არცერთი კიტხვისთვის პასუხი არ გაუცია.

თამაზაშვილი ფიქრობს, რომ საქმეზე გამოძიება არცევნების გამო იწელებოდა.

კითხვაზე, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი, თამაზაშვილმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

“არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 6 თვის მანძილზე ესე იგი მხოლოდ არჩევნების გამო იწელებოდა ეს საქმე, როგორც ვვარაუდობდი. დამთავრდა არჩევნები, მოერგნენ სკამებს და ესეც დამთავრდა.

“ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. მიხეილთან [ადვოკატი] ერთად გადავწყვეტთ. იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, პანდემიის გამო გვეგონა არ დახურავდნენ, მაგრამ რადგან დახურეს, ესე იგი თავი ქუდში ჰგონიათ. ვნახოთ, მოვილაპარაკებთ და ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა. პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართავთ”, – თქვა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეზე გამოძიება დაასრულა. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

 

იტვირთბა....