კლინიკა “ვივა მედიში”, სადაც პაციენტი გარდაიცვალა, ახლობლები შეიჭრნენ.
კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ნათესავები შენობაში შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია დაცვის ერთი თანამშრომელი.
დაცვის თანამშრომელს ოპერაცია უკეთდება, მისი მდგმარეობა მძიმეა.
ასევე, განადგურებულია კლინიკის ინვენტარი.
პაციენტი რეანიმაციაში დღეს გარდაიცვალა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო “მეტრონომთან” ადასტურებს და ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.