“მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,”- ამის შესახებ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას ასაჯაროვებს.
პროკურორის ტქმით, ვიდეომასალაში ასახულია თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ”, – აღნიშნეს პროკურატურაში.
მისივე თქმით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.