“რასაც ესენი აკეთებენ საჯაროდ, პირდაპირ გეუბნებით, ეს არის სამართლის გაუპატიურება. სამართალი ამათ ფეხებზე კიდიათ, ამათ საერთოდ არც აინტერესებთ სამართალი, და არც ჩვენ გვაინტერესებს კობახიძის მუქარა. ალბათ ახლა ქალბატონი ელისო ბოლქვაძე დაუკრავს და ასე ჰარმონიულად უნდათ, ეს კანონპროექტი მიიღონ.”
ლევან სამუშია – “ლელოს” ლიდერი
ამის შესახებ ლევან სამუშიამ “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება. აღნიშნული ინიციატივის წესით პარლამენტში კანონპროექტი უკვე შევიდა.