“შეთანხმების გარეშე თუ ვინმე გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს იქნება ისეთი მორალური და პოლიტიკური კრახი, რომ რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მსგავს პოლიტიკურ რისკს.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ სამადაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთის, ოპოზიციის 60 წევრიდან 50-მა დეპუტატმა უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება შეიტანა. ვისაც უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება არ შეუტანია, აცხადებენ, რომ შეთანხმების გარეშე არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.