ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება ცდილობს, რომ დაანაწევროს ოპოზიცია”- სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

სამადაშვილის განცახდებით, ჩანს, რომ ხელისუფლება არის შეშინებული, ხოლო მცდელობა, დაანაწევროს ოპოზიცია, უშედეგოა. ამის შესახებ სამადაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

“ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან შეშინებული ხელისუფლების ბრიფინგს, რომელიც სულ უფრო ღრმად შედის იმ ლაბირინთში, რომელიც საკუთარი თავისთვის შექმნა 31 ოქტომბერს. ხელისუფლება ცდილობს, დაანაწევროს ოპოზიცია და ვნახეთ, რომ მათი ყველა გეგმა ჩაიფუშა. დღეს არ არსებობს არცერთი ოპოზიციური დეპუტატი, რომელიც ამბობსმ რომ შეთანხმების გარეშე მზადაა, გამოიყენოს საკუთარი მანდატი,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სამადაშვილმა განაცხადა ძალიან ცოტა დრო რცება იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.

მისვე თქით, “ქართული ოცნების” მოღვაწეობა დასრულდება სრული კრახით.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

იტვირთბა....