საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, ეს კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება.
“იმდენად ზედმიწევნით არის ეს კანონპროექტი დამუშავებული, მათ შორის მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. რაც შეეხება კითხვას, თუ ვის შეეხება, მუხლები, ეს არის დაკონკრეტებული და შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია. დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება ეს კანონპროექტი.
რაც შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ, მათ ეს კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხებათ“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.