საქართველოს კათალიკოს-პტრიარქი, ილია მეორე ინიციატივით გამოდის და ბავშვებს მიმართავს, რომ გაუგზავნონ წერილები, რომელსაც პატრიარქი წიგნად გამოსცემს.
პატრიარქის თქმით, ღვთის გარეშე არაფერი ხდება და ხალხმა უფალს უნდა სთოვხონ, რომ სიმშვიდე იყოს.
ამასთან, ილია მეორემ მრევლს წმინდა ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და დასძინა, რომ წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული რწმენისა.
„ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა, არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა დალოცოს თავისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს, ეძიებდით და პოვოთ, აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენით განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში, დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები, რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, უნდა მიმართოთ და გამომიგზავნოთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, როდესაც საკმარისი შეგროვდება, გამოვცეთ წიგნად“, – აღნიშნა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისს იხდის.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქრისტიანული სამყარო წმინდა ბარბარეს დღესასწაულს აღნიშნავს.