ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მთავრობაში?

ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია მთავრობის ახალ შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის თუ წარადგენენ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასძინა, ის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

„ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე დავემორჩილები არა პრემიერის სურვილს, არამედ მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს განაცხადა, მას სამედიცინო სექტორთან კარგი ურთიერთობა აქვს და წარმოდგენა, თითქოს მას კლინიკების ხელმძღვანელობასთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, მედიის შექმნილია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გამოუცხადოს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოხვდება მინისტრთა ახალ კაბინეტში.

იტვირთბა....