ახალი ამბები მთავარი

“თბოელექტროსადგურებისა და ჰესებისთვის გენერაციის ტარიფი გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე” – ნარმანია

სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფები სამომხმარებლო ტარიფების გაანგარიშებაში მონაწილეობს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად მნიშვნელოვანია, ჯერ ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფი განისაზღვროს.

„ჯერ დგება სადგურების ტარიფები, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფი დადგინდება და შესაბამისად, რა თქმა უნდა გენერაციის ტარიფის დადგენა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე. რადგან სხვადახვა სადგური სხვადასხვა გამომუშავებისა და სიმძლავრის არის. შესაბამისად, სხვადასხვა წილობრივი პროპორციით მონაწილეობს სადგურების ტარიფები საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებაში. რაც შეეხება მოლოდინს, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტება. გენერაციის ტარიფებზე ჩვენ ყველანაირი გაანგარიშებები დავასრულეთ და მზად ვართ გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში ზუსტდება ცალკეული საკითხები და შესაბამისად, მოგვიანებით იქნება ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....