ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ზურა ჯაფარიძეს არ ვპატიჟებ” – რა ინფორმაციას ასაჯაროვებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, 60-დან 50-მა დეპუტატმა უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება შეიტანა, ხოლო ვინც პარლამეტში არ შედის იმ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვალს არ აპირებენ.

“მეტრონომი” ნიკა გვარამიას პოსტს უცვლეად გთავაზობთ.

“60დან 50მა დეპუტატმა უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება შეიტანა. 10მა: 4 გირჩი, 4 პატრიოტები, 2 ელისაშვილი – არ შეიტანეს, მაგრამ განაცხადეს, არ შევდივართო.

ვინც არ შედის, განცხადება რატომ არ შეაქვს? “არ შევდივარ” გრამაფონშია, როგორც წულუკიანი იტყოდა (მიყვარს შიზოიდების ციტირება) მიზეზი, რომ მოლაპარაკებებს ვერ გავაგრძელებთ, ასევე იმდენად არადამაჯერებელია, რომ ყველანაირ კონსპირაციას და ეჭვს უდებს ლეგიტიმურ სარჩულს – ვის რაში ჭირდება სამნახევარი კაცი, ნაცები თუ არ იქნებიან მოლაპარაკებებზე? არც ისეთი გადაწყვეტილება არსებობს, 90 კაცი რომ არ ეყოფა და სამნახევრის დამატება რომ უშველის. საკონსტიტუციო ცვლილებებია, რაზეც აპელირებთ და ნაცების გარეშე ეგ შეუძლებელია. და აბა რისთვის იბრძვით? და თუ ნაცების მიერ განცხადებების დაწერა ხურავს ამ შესაძლებლობებს, რის და როგორ მიღწევას ცდილობთ? და თუ არ ხურავს პროცესს – მაშინ თქვენ რატომ არ წერთ – როგორც ნაცებისთვის არ ხურავს, ისე თქვენთვისაც ხომ არ დახურავს?

მოკლედ, კვირას, ხუთივეს ერთად გეპატიჟებით. ერთის უარი შეთანხმებას აუქმებს, წინასწარ ვამბობ
ალექსანდრე ელისაშვილი ლევან იოსელიანი იაგო ხვიჩია ვახტანგ მეგრელისჰვილი ალეხანდერ რეკვიაშვილი

პ.ს. ზურა ჯაფარიძეს არ ვპატიჟებ, იმიტომ რომ ვხვდები რატომაც არ შეაქვს უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება – დაუკმაყოფილებენ და სიით მომდევნო გირჩელის შესვლის შესაძლებლობა ჩნდება. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, და ტაქტიკურად სრულიად სწორად მიმაჩნია, რომ არ აწერს ხელს იმ განცხადებას. და სიის ჩახსნის შესაძლებლობას რატომ არ აძლევს მასთან კონფლიქტში მყოფი გირჩის მეორე განაყოფი, ეგეც საინტერესოა.” – წერს გვარამია.

იტვირთბა....