“პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განმარტა, „რემდესივირი“ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.
“გუშინ ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“,- განაცხადა ტიკარაძემ.