პრემიერ-მინიტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვა იხსნება.
როგორც გიორგი გახარიამ სხდომაზე აღნიშნა, ტაქსიით გადადგილებისას, კერძოდ რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.
„ტაქსების გადაადგილებას რაც შეეხება, იხსნება შეზღუდვა რაოდენობაზე და ჩვეულებრივად შეიძლიათ მოქალაქეებს გადაადგილება“, – განაცხადა პრემირმინისტრობის კანდიდატმა.
ინფორმაციისთვის, პანდემიის გამო ტაქსით გადაადგილებისას არსებობდა რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ არ შეიძლებოდა მგზავრის წინ დაჯდომა და 2 პირზე მეტი მოქალაქის გადაადგილება.