ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს სერიოზული მიღწევაა და ასევე, ჩვენ მიღებული გვაქვს რეკომენდაცია” – რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) შეფასებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის.

“ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

ეს სერიოზული მიღწევაა და ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს რეკომენდაცია, გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშავოთპირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სტრატეგია. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....