ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდცენტრში 280 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 150 ინფიცირებული, მათ შორის რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 კი საშუალო სიმძიმისა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....