რუსეთი წყვეტს ყველანაირ სამხედრო ურთიერთობას თურქეთთან
რუსეთი წყვეტს ყველანაირ სამხედრო ურთიერთობას თურქეთთან – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის გენერალურმა შტაბმა.
როგორც რუსული გენერალიტეტი აცხადებს, ის კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას სირიაზე. თურქული შეტევის შემდეგ, რუსული მხარე გეგმავს, თავდაცვის მიზნით, გააძლიეროს სირიაში საავიაციო ბაზა. – განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის ოპერატიული მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკოიმ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
ყველა დარტყმები განხორციელდება მაღალი დონის სამხედრო ბომბდამშენი თვითმფრინავებით და კრეისერ “მოსკოვის” მონაწილეობით. გენშტაბი გაფრთხილების განცხადებას ავრცელებს: გაფრთხილებთ! ყველა სამიზნე განადგურდება, რომელიც პოტენციურ საფრთხედ იქნება აღქმული.