მთავარი ციტატა

“გერმანიის ელჩი უნდა იყოს ფრთხილად, ამ თემებზე ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ”- სააკაშვილი ელჩის განცხადებაზე

„გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილად, საქართველოს ისტორიის პერსონაჟებზე საუბრისას. არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში ქართული მოწამეობრივი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამ, რომ საქართველო არ გაყიდა და ამ თემებზე თამაშს და ღადაობას ჩვენ არ მოვითმენთ. ამას უნდა ამბობდეს არამხოლოდ ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი, არამედ ხალხი, ეს ნორმალურია. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს“.

მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრეზიდენტი

ცნობითვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ დიპლომატების მიმართ პრეტენზიების მიზეზი ოპოზიციაში არსებული დაპირისპირებაა.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ქნირშმა.

იტვირთბა....