ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„დავინახე, ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო“ – სალომე გოგიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს

“თავი რომ ავწიე, მახსოვს როგორ დავინახე ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო. ვგრძნობდი ცხელი სისხლის სუნს და გემოს,” – აღნიშნულს 5 წლის წინ ტრაგიკულ ავტოავარაში მოყოლილი, სალომე გოგიშვილი გადაცემაში – “შორენას ეფექტი” იხსენებს.

როგორც რესპოდენტი გადაცემაში ჰყვება, მან რკინის ჯებირთან შეჯახების შემდეგ დაინახა, როგორ ეგდო მისი ხელი ფეხებთან, თუმცა ამის გააზრება მხოლოდ საავადმყოფოს კედლებში შეძლო.

​„ერთ წვიმიან საღამოს სამსახურიდან გამოვედი, მივდიოდი სახლში და სახლის მაგივრად თვალი რეანიმაციაში გავახილე. ყურში გამუდმებით მესმოდა სიტყვა ამპუტაცია. ვიგრძენი რომ ფეხის თითები გავამოძრავე, შევხედე ხელს და მომეჩვენა რომ ორივე ადგილზე მქონდა, ერთი მარლით მქონდა შეხვეული. ექიმს ვკითხე, ხელი მომაჭერით მეთქი? ექიმმა თავზე ხელი გადამისვა, სალომე, ხელი მოგკვეთეთ მაგრამ გადარჩი და ახლა ეს არის მთავარიო.

წვიმაში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შევასკდით რკინის ჯებირს, საჭეს თავი დავარტყი და მძღოლის მხარეს გადავვარდი. ღვედი არ მეკეთა, ზუსტად ამან გადამარჩინა. ან შუაზე გამჭრიდა ეს რკინის ჯებირი, ან თავი არ მექნებოდა.

თავი რომ ავწიე, მახსოვს როგორ დავინახე ჩემი ხელი ჩემს ფეხებთან ეგდო. ვგრძნობდი ცხელი სისხლის სუნს და გემოს. ნელ-ნელა უკვე ვითიშებოდი. მქონდა ტვინის შერყევა და ლავიწის ძვალი გატეხილი. გონება სასწრაფოს მანქანაში დავკარგე, კარგად მახსოვს, ექიმებს ვეუბნებოდი – მე უნდა გადავრჩე, მყავს 2 შვილი. ისიც მახოვს, ასაკიც ვუთხარი და სისხლის ჯგუფიც. ტკივილს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ სისხლის გემოს და სუნს. ადამიანების სახეებს ვერ ვხედავდი და ვერ ვაცნობიერებდი რა მჭირდა“, – ჰყვება სალომე გოგიშვილი.

იტვირთბა....