ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბულში რუსეთის საკონსულო ალყაში მოაქციეს

როგორც უცხოური სააგენტოები იუწყებიან, სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, თურქებმა სტამბულში რუსეთის საკონსულო ალყაში მოაქცია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან პირები, რომლებმაც მსგავსი ინიციატივა გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რუსული ავიაგამანადგურებელი სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქეთში საზღვრიდან 1 კილომეტრში ჩამოვარდა. ადრე თურქულმა მხარემ არაერთხელ გააფრთხილა, რუსული მხარე, რომ მფრინავი საშუალებების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, მათ ჩამოაგდებდნენ.

პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნული შემთხვევა დანაშაულად შეაფასა და ფაქტი, ზურში ლახვარის ჩარტყმად მოიხსენია. თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავითოღლუმ კი განაცხადა, რომ მის ქვეყანას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამის გაკეთების უფლება ჰქონდა.

 

იტვირთბა....