პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თავდასხმა რომელიმე ქვეყნის ელჩზე, ნიშნავს თავდასხმას შესაბამის ქვეყანაზე.
ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს მათი წვლილისთვის და “იმ თმენისთვის, რასაც იტანენ.”
“ეს ნიშნავს თავდასხმას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, რომლებიც მხარს გვიჭერენ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაში. წარმოუდგენლი რამ არის, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები, შესაბამისი ე.წ მედიის წარმომადგენლები თავს ესხმიან იმ სტრატეგიული ქვეყნების ელჩებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დეოკუპაციაში.
მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა მზად ვართ, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, მის განვითარებასა და თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის იმ ოპოზიციური ჯგუფების ამომრჩევლებზე, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილნი. ველოდებით შესაბამის ნაბიჯს, როდესაც იქნება ამის შემოთავაზება და შესაძლებობა, რომ შევიკრიბოთ და განვაგრძოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.