ქუთაისში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდეს. მომხდარ ფაქტს “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარამდე თანხა და სავარაუდოდ, პროდუქტი, რომლის დადგენაც ახლა მიმდინარეობს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.