ახალი ამბები მთავარი სამართალი

აბაშაში მამაკაცი ფიზიკური დაპირისპირების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა – დაკავებულია 3 მეზობელი

აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი 60 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. მომხდარი შემთხვევა “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შემთხვევა მამაკაცის სახლში მოხდა, როდესაც მეზობლები სუფრაზე მიიპატიჟა, მოგვაინებით კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

უწყების ცნობით, სამი სტუმარი ფიზიკურად გაუსწორდა 60 წლის კაცის შვილს, ხოლო თავად ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც უწყებაში ამბობენ, მიმდინარეობს გამოძება დადგინდეს, ფიზიკურად გაუსწორდა თუ არა სამი პირი თავად 60 წლის კაცსაც, რისთვისაც დანიშნულია ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, გამოძიება  მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებულია სამი პირი.

იტვირთბა....