ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანგრძლივდება კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძ;ევს

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიიცრება მოახდინეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს კანონი მთავრობას პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

“ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, როგორც ხუნდაძე  აღნიშნავს, რომ კანონის ვადის გახანგრძლივება ავტომატურად შეზღუდვების გაგრძელებასა და გამკაცრებას არ ნიშნავს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 14 ივლისს, პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდებოდა.

იტვირთბა....