ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დეპუტატის ადგილი პარლამენტშია”- ვინ არის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის. ამის შესახებ ირაკლი ჩავლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყველა ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად, მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ”, — წერს ჩავლეიშვილი.

რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზად ჩავლეიშვილი ბოიკოტის შესახებ განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს. თუმცა, ამბობს, რომ “დეპუტატის ადგილი პარლამენტშია”.

“ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს”, — წერს ჩავლეიშვილი.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართა.

 

იტვირთბა....