ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ვირუსი სულ 26 744-მა ინფიცირებულმა დაამარცხა. დღეს კლინიკებიდან გაეწერა 83 პაციენტი.

ასევე, კლინიკებში მკურნალობს 785 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 1 126, ბინაზე კი 2 714.

47 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

იტვირთბა....