ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენით გაიზრდება პენსია სხვადასხვა ასაკის პენსიონერებისთვის – იხილეთ სქემა

პენსიის ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა – ეს არის პენსიების ყოველწლიური ზრდის წესი და მკაფიოდ განსაზღვრავს პენსიის ყოველწლიურ მატებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობს ინფორმაციით, 2020 წელს პენსიები გაიზარდა 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის – 50 ლარით.

პენსიები იზრდება 2021 წლიდანაც – მინიმუმ 20 ლარით, 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის მინიმუმ 25 ლარით.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ფასების ზრდა აღარ გამოიწვევს პენსიის მსყიდველუნარიანობის შემცირებას, რადგან  ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლების გათვალისწინებით ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება.

იტვირთბა....