ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჯანმო’-ს ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად უხანში ჩავლენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოორნავირუსის წარმოშობოს შესწავლას იწყებს. ორგანიზაციის სამეცნიერო მისია ჩინეთის ქალაქ უხანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას მომავალ თვეში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-ს 10-კაციანი გუნდი ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეეცდება დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანში და სად წარმოიშვა.

მეცნიერები უხანში 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

მეცნიერების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისი წარმოშობა ცხოველების ბაზარს უკავშირდება.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ 2029 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. მსოფლიოს ლიდერები კორონავირუსის გავრცელებაში სწორედ ჩინეთის მთავრობას ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში გამოძიების ჩატარებასაც მოითხოვდა.

ჩინეთის დადანაშაულება მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....